ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს


ავტორი
Front News საქართველო
მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მოლდოვაში არ შეუშვეს, – ინფორმაციას მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის პრესმდივანი რაისა ნოვიცკი ადასტურებს.
ნოვიცკის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, 39 მოქალაქეს მოლდოვაში შესვლაზე უარი უთხრეს, რადგან მისი თქმით, ისინი ქვეყანაში შესვლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ, მათ შორისა მოხვდა ფირცხალავაც, რომელსაც ადგილობრივი მედია რუს მომღერლად მოიხსენიებს.
ფირცხალავა 24 დეკემბერს, ქალაქ ბალციში საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის,ილან შორის მიერ იყო ორგანიზებული.
თაგები:
მოლდოვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს