
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები ჩრდილოვანი მმართველობის შედეგია, რაც აღნიშნული პარტიისთვის პერსპექტივაში უფრო მეტად დამაზიანებელი იქნება.
ქადაგიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან ნიკა მელიას პარტიის დატოვება მოუწევს და ალბათ, პარტიის აქტივის ნაწილი მას გაჰყვება.
“მათი მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან კეზერაშვილის შედარება უსუსური მცდელობაა, რომ რამენაირად თავიანთი თავის მნიშვნელობას გაუსვან ხაზი. “ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება, მაგრამ პარტიას უკვე ჩამოყალიბებული პრობლემა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება.
ეს რომ იციან, ამიტომ ფიქრობენ, რომ მათი ნაგინები პრეზიდენტი დღეს საუკეთესოა და ნებისმიერ ტრაგედიას სიტუაციის გასამწვავებლად იყენებენ. დღე და ღამე ოცნებობენ, ქვეყანაში როგორმე რევოლუცია მოხდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს