
ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, შეცდომა ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის წამებულთა სია არ შეიქმნა და კოჰაბიტაციამ საშუალება მისცა, მისი დანაშაულები, ბევრი რამ ასე ჩაფარცხულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლობისტებს დღეს იმის თავხედობა ჰყოფნით, რომ საქართველოს მიმართ ასეთ დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ.
“აღშფოთებული ვარ, რომ არსებობენ ისეთი საერთაშორისო ძალები, რომლებიც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მზად არიან, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ღირსება ასე შელახონ, რაც მიუღებელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს