
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიამ რითაც ისპეკულანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის უკვე კარგადაა გაშიფრული, ამიტომ ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ გიორგი გახარია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის” მაშველი რგოლია.
“ის, რითაც გიორგი გახარიამ ისპეკულანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის ეს სპეკულაცია უკვე კარგად გაშიფრულია, ამიტომ, ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული იქიდან გამომდინარე, რომ თავის თავს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის” ოპონენტად და ახალ, მესამე ძალად, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის ყველა მომენტში, თანამდებობიდან გადადგომის დღიდან, არჩევნებში მონაწილეობისას და არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის” მაშველი რგოლია. რუსთავში ამომრჩევლისთვის ასეთი ეკლექტური ერთობა არაფრის მთქმელი არ არის, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს, თავისი თავი გადაირჩინოს და არა ამომრჩევლის ინტერესებზე იფიქროს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს