ირაკლი ქადაგიშვილი – ალბათ, პირველ რიგში, ყველამ თავის ქვეყანაზე უნდა იზრუნოს


ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია სჭირდება. საქართველო არ არის ქვეყანა, რომლის მიმართ ადვილად შეიძლება დამრიგებლური ტონით საუბარი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად.
“საბჭოთა კავშირისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მძიმე დარტყმები გადავიტანეთ და ამ ჰიბრიდული ომის მიუხედავად, რომელიც ახლაც გრძელდება, ქვეყანა წინ მაინც ეფექტურად მიდის. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის, გარედან კი, მათი წახალისება ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანა არ არის.
ალბათ, პირველ რიგში, ყველამ თავის ქვეყანაზე უნდა იზრუნოს. ის, რომ ესტონეთი და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ, განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ფაქტორებით. საქართველოს სასამართლო სისტემასთან შედარებით ძალიან შორს წასული არც მათი სასამართლო სისტემა იყო. ვერც ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ მოვა ჩვენს სასამართლო სისტემასთან. ამიტომ, გეოპოლიტიკა და რეალური პრობლემები ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს