ირაკლი ქადაგიშვილი – ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს


ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარია მაშინ დაიმალა და შეეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს თურმე საზღვარი არ აქვს. იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და რენომე ფაქტობრივად, ნულის დონეზეა დასული, შეეცადოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამოწვევით ისევ პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი შეძლოს. მისი პროვოკაციული განცხადებებიც აქედან არის ნაკარნახევი“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას“ არც ინტელექტუალური, არც პოლიტიკური, არც მორალური რესურსი არ დარჩა

ირაკლი ღარიბაშვილი – მას და მის გუნდს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკაში დარჩეს, აი, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ

ნიკა მელია – ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის