
ავტორი
Front News საქართველო
აღმოჩნდა, რომ დაფინანსება, განსაკუთრებით პოლიტიკასთან პირდაპირ დაკავშირებული „ენჯეოებისა“, ხმარდება სწორედ რევოლუციების მოწყობას ქვეყანაში და რადიკალიზმის გაღვივებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არ უნდათ და აკრიტიკებენ ქვეყანას – რატომ გინდათ, რომ ქვეყანაში პროცესები იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არჩევნების გზით წყდებოდეს. აი ეს არის ის რეალობა, ორმაგი სტანდარტი, რომელიც გამოაშკარავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ერთადერთი რამ რასაც “გამჭვირვალობის კანონპროექტი“ ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა და ამაზე პირდაპირ უარის თქმა იყო რთული, ამიტომ ოპონენტებმა აღმართეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“.
“ერთადერთი რამ, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, არის გამჭვირვალობა და ფინანსების საჯაროობა. სხვა ამ კანონპროექტში რაიმე განსაკუთრებული არაფერი არ არის ჩადებული, რაც ან ოდნავ შეაფერხებს მუშაობას არასამთავრობო სექტორის, ან მედიისას, ან რომელიმე ადამიანზე იქონიებს გავლენას, მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობა არის. ასე რომ ძალიან რთული იყო თავიდანვე უარის თქმა პირდაპირ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამიტომ აღმართეს ეს კედელი, რომელსაც დაარქვეს „რუსული კანონი“ და ამის იქით არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის აღარ სურდა რაიმე დამატებითი არგუმენტი წარმოეჩინა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს