
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ უნდა იმსჯელოს ობიექტური სურათით, როგორც საქართველოს სასამართლომ იმსჯელა.
“სასამართლომ ღიად მიმდინარეობდა. რა პირობებში იმყოფება პატიმარი ამის ნახვაც შეიძლება. ყველა ის „ფეიკი“, რომელსაც გზადაგზა იგონებდნენ მოწამვლაზე და წამებაზე, ვერცერთს ვერ ადასტურებენ, რადგან თავიდანვე “ფეიკი“ იყო.
აქედან გამომდინარე, სასამართლო იურიდიულად ვერ დაუშვებს, სიმულაციის გზით გამოწვეული რაღაც მდგომარეობა მიიჩნიოს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად. ეს დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომ ნებისმიერ პატიმარს შეეძლება, მიმართოს სიმულაციის გზას და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოითხოვოს მისთვისაც პატიმრობის გადავადება ან პატიმრობიდან გათავისუფლება. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასჯელაღსრულებისა და ზოგადად, სამართლის წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს