
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 24 ივნისის აქციაზე ჩამოყალიბებული მოთხოვნები შეუსაბამოა იმ გზავნილთან და პერსპექტივასთან, რაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს.
“ეს მოთხოვნები არათუ კონსტიტუციასთან, პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესთან არის შეუსაბამო, ამავდროულად, დღეს კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში შეუსაბამოა იმ გზავნილთან და პერსპექტივასთან, რაც ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით საქართველომ უნდა შეასრულოს.
დეპოლარიზაციის ნაწილში, ალბათ, ყველაზე მთავარია ის არის, რომ ასეთი ტიპის განცხადებებს აღარ უნდა დავუთმოთ ჩვენ დიდი დრო და ვიმუშაოთ, მათ შორის, პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინც არიან პარლამენტში. ის, რომ შენ მიტინგს ჩაატარებ და გულმხურვალე სიტყვით გამოხვალ, არ ნიშნავს, რომ ამით ლეგიტიმაცია გაქვს მთავრობის ჩამოყალიბებისა ან გადაყენებისა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს