Logo

ირაკლი ქადაგიშვილი – მაგათ ხომ კომპლექსები აქვთ 7 ნოემბრის და სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ თავიანთი თავი გაამართლონ

პოლიტიკა
870
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, აქციების გამწვავება მოახდინოს და ვითარება დაძაბოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

“სანაპიროზე ინტენსიური მოძრაობაა და ქალაქის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება შეუფერხებლად იყოს, გზას სპეციალურად ჩახერგავენ თავიანთი იქ მისვლით, რათა ქალაქის პარალიზება მოახდინონ და ა.შ. ამის მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცამ თავისი პროტესტი გამოხატოს ან თავისი აზრი თქვას, არამედ ამ აქციის მიზანია, ქალაქისა და ქვეყნის პარალიზება. მათი მიზანია, არეულობა და პარალიზება. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომ მოახდინონ ადამიანების ცხოვრების პარალიზება ხელოვნურად. უნდათ, ქვეყანა მუდმივი ჯანჯღარის პროცესში იყოს და ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვიოს. მათი მიზანია, რომ პოლიციასთან რაიმე სახის შეჯახება მოხდეს. მაგათ ხომ კომპლექსები აქვთ 7 ნოემბრის და სულ უნდათ, სხვამაც გაიმეოროს ისეთი, რომ თავიანთი თავი გაამართლონ. 

 

კომპლექსი აქვთ იმის, რომ მათი მმართველობის დროს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული იქნა. კომპლექსების ტყვეობაში იმყოფებიან და უნდათ, ვითარება ისე დაძაბონ, რომ ხალხში უკმაყოფილება იყოს და ხელისუფლებამ ისეთი ძალა გამოიყენოს, რომ ამაზე იყოს სპეკულირება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები