
ავტორი
Front News საქართველო
არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“მათი მთავარი მიზანია, რამენაირად დაიხსნან მიხეილ სააკაშვილი. როგორც ვხედავთ, ამ მთავარ მიზანს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, არამედ ქვეყნის გარეთაც ჰყოლია კონკრეტული მომხმარებლები და შემკვეთები. არესტოვიჩმა ყველაზე უფრო დაწვრილებით თქვა, რომ საქართველოს მთავრობა არაა ომის მთავრობა და სააკაშვილი იქნებოდა ომის პრეზიდენტი. მათი სურვილია, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას მოლდოვაში ან საქართველოში. ეს რადიკალურად და კარდინალურად არ შედის საქართველოს ინტერესებში“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს