ირაკლი ქადაგიშვილი – “ნაციონალურ მოძრაობაში” შინაგანად მყარად არიან დარწმუნებული, რომ არჩევნებს ვერც ახლა მოიგებენ


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” დარწმუნებულია, რომ ვერც ამ არჩევნებს მოიგებს და არჩევნების დელეგიტიმაციის გზით წასვლა სურთ.
ქადაგიშვილის განმარტებით, სწორედ ამიტომ არ აწერენ ისინი ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს.
“ნაციონალური მოძრაობა” ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ არცერთ საერთაშორისო მედიაციით შექმნილ დოკუმენტს არ აწერდა ხელს და პარლამენტში მიღებულ არცერთ საკანონმდებლო აქტს არ მოაწერა ხელი, მათ შორის, ხმა არ მისცეს კონსტიტუციას. რატომ? – იმიტომ რომ მაშინაც ემზადებოდნენ, რომ არჩევნებს ვერ მოიგებდნენ და წავიდოდნენ არჩევნების დელეგიტიმაციის გზით. ახლაც ანალოგიური გზა უჭირავთ. ისინი შინაგანად მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ არჩევნებს ვერც ახლა მოიგებენ. ამიტომ, არჩევნების შემდგომ მცდელობა ექნებათ, რომ კვლავ იმავე დღის წესრიგი დაატრიალონ ქვეყანაში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს