ირაკლი ქადაგიშვილი – ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, “სლავა უკრაინა” რა არის მებრძოლებისთვის და რა არის არესტოვიჩისთვის


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არესტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი და ერმაკი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული.
“ახლახან გავიგეთ უკრაინის ხელისფლების ლიდერის ბოლო განცხადებები, სადაც ტერმინებით “ნაში პაცანით“ გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა მილიონით ომისგან უმუშევრად დარჩენილი ადამიანი და საქართველოში წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია – ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს მოჰყვებიან ინვესტორები. ანუ, ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია, წესი და მერე რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული გეგმა ეს არის. არ ვსაუბრობ მთელს უკრაინაზე.
ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, “სლავა უკრაინა” რა არის მებრძოლებისთვის და რა არის არესტოვიჩისთვის – აქ ძალიან მკვეთრი სხაობაა. ამ პროექტის მიერ არის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი გამოგზავნილი, როგორც დივერსანტი და რაკი აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა, ახლა სადაც ხელი მიუწვდებათ, ცდილობენ, საკუთარი ჩავარდნილი რეზიდენტი გამოიხსნან.
ეს ჯგუფი არის – არისტოვიჩი, არახამია, პოდოლიაკი, გონჩარენკო, დანილოვი, ერმაკი. ისინი, ვინც სისტემატურად საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული განცხადებებით არიან დაკავებული. ისინი არიან უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტი. იმის ნაცვლად, რომ ერთი ნორმალური გზავნილი ყოფილიყო მათი მხრიდან საქართველოს მიმართ, ქვეყნის მიმართ ისმის მუქარა. ეს მუქარა არესტოვიჩის პირით საქართველოს წინააღმდეგ რუსული იმპერიალიზმის კალკირებითაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი