
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ასე აბუჩად მოხსენიება, რომ მან დრო ვერ მონახა და ვერ მოიცალა, კორექტული არ არის.
ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი სამი ევროპარლამენტარის განცხადებას ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში გაუქმებული ვიზიტის შესახებ.
“როდესაც ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს, აი, ახლა ჩამოვდივარ და რაღაც ფორმატს ვიწყებთ, ამ დროს კი ეს ფორმატი სულ სხვა რეჟიმში უნდა შეთანხმდეს, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ევროპარლამენტთან და ამ ფორმატშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას, ოღონდ ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი წესის მიხედვით“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებით, სასურველია, ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს