ირაკლი ქადაგიშვილი – როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ იმის გამო, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით მოგზაურობ, არაეთიკურია


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის დაფინანსებით რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ მათი დამოუკიდებლობის ძალა და მოსამართლეები, რომლებიც შიგნით პატარა კლანს ქმნიან, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს.
“როდესაც ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში გარედან ჩარევა იმ მიზნით, რომ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ, ეს კარგია, მაგრამ როდესაც ხდება სასამართლოს წევრებისგან იმ ადამიანების გამორჩევა, ვინც რაღაც მიზეზის, ან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ხდებიან სასამართლოს შიგნით განხეთქილების შემტანები, უცხოური პოლიტიკის გატარების ერთგვარი ლობისტები, სწორედ ეს არის, რაც დღეს აზიანებს ქართული სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას. როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს ელემენტარულად არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება. დღეს სასამართლო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოა. აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება აღარ გააჩნია სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი რამე საქართველოში არასდროს ყოფილა. დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ და ირწმუნონ მათი დამოუკიდებლობის ეს ძალა და ამ დროს, ასეთი მოსამართლეები, რომლებიც მართლაც პატარა კლანს ქმნიან შიგნით, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს მოსამართლეთა 300-კაციან კორპუსში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი – გამოდის, რომ პროკურატურის ეჭვები საფუძვლიანია

ირაკლი კობახიძე – თუ უკრაინაში ომი დეკემბრამდე დასრულდება, შეიცვლება ეს ემოციური ფონი და ასეთ დროს იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ სტატუსი მოგვენიჭოს

ირაკლი ღარიბაშვილი – თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო?