
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარიას განცხადება საქართველოში ოლიგარქიისა და კორუფციის დამარცხებაზე, არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, გახარია როდესაც ხელისუფლებიდან გაიქცა, ამის შემდეგ გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.
“ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება პოლიტიკურად უსინდისო განცხადებაა, რადგან ამ ადამიანმა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი გაიარა. როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მისთვის ბიძინა ივანიშვილი შემდეგ გახდა ოლიგარქი. სწორედ ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს