
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი და მისი მომხრეები მის განთავისუფლებას ან შეწყალებას კი არ ითხოვენ, მათი ამოცანაა, სააკაშვილი გათავისუფლდეს იმ მოტივით, რომ სახელმწიფომ მოწამლა, თან აწამა, ანუ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრი ფორმით გაგრძელდეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის “პოლონური რადიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პოლონეთი მზად არის, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს, არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ეს არის რაღაც ინფორმაცია.
“ჰუმანისტები, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე ზრუნავდნენ, ერთხელაც არ წამოსცდენიათ, იქნებ, სააკაშვილს მოუწოდონ, იმკურნალოს და საკვები მიიღოს. ვხედავთ, რომ მთელი ამ კამპანიის განმავლობაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, მიზანია ისპეკულიანტონ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილი მართლა ავად კი არ არის, არამედ სპეკულაციებს ეწევა, რათა ამ გზით მიაღწიოს სასჯელისგან გათავისუფლებას ისე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეს. ალბათ, ეს ყველაფერი ევროკავშირმა უნდა გაიაზროს და ოფიციალური განცხადება შემდეგ უნდა გააკეთოს, თუ აპირებს ამას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს