
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
“ამის მიუხედავად, მის მიერ გამოგზავნილ დასკვნას ყურადღებით შევისწავლით და თუ ობიექტური შენიშვნა იქნება, გავიზიარებთ და მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მივცემთ, მაგრამ სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როცა მთელ კამპანიას ორკესტრირებდა თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან და წამებასთან დაკავშირებით. მისი პოლიტიკური ანგაჟირების მიუხედავად, სახალხო დამცველის დასკვნას ყურადღებით გავეცნობით და ობიექტურად შევაფასებთ. პოლიტიკურად ანგაჟირებულია ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს