
ავტორი
Front News საქართველო
“გარკვეული ორკესტრირება ხდება სიტუაციის დაძაბვის მიზნით, სანქციები, ომი, არეულობა, ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ პროცესის დამკვირვებლები ლოგიკური ბმას, რა თმა უნდა, ამ ყველაფერში ხედავენ“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, როგორც ჩანს, სურვილი, რომ საქართველო ჩართული იყოს ამ გლობალურ არეულობაში არსებობს.
“საქართველო ამ გლობალურ არეულობაში, რომ იყოს ჩართული, ამის სურვილი, როგორც ჩანს არსებობს. ყოველ შემთხევაში, ჩვენი პოზიცია, მყარი და ცალსახაა, რომ რაიმე ფორმით ჩვენი ჩართვა, ამ ომში არის დამანგრეველი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. მე კიდევ ერთხელ რა თმა უნდა, დარწმუნებას გამოვთქვამ, რომ ყველა ჩვენ პარტნიორს და მოკავშირეს ეს კარგად ესმის და არ იქნება, მათი მხრიდან არანაირი მაპროვოცირებელი ნაბიჯი ამ კუთხით გადადგმული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს