ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ დამოკიდებულება, ურთიერთობა იყოს ღია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით.
“გასაგებია, რომ ამერიკა მის ელჩს ნდობას უცხადებს და საქართველოს ხელისუფლება ამ ელჩთან თანამშრომლობს. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება ერთადერთს მოითხოვს – დამოკიდებულება და ურთიერთობა იყოს ღია, პირდაპირი კომუნიკაცია და ყველაზე საკითხზე იყოს გახსნილი თანამშრომლობა.
მაჩვენეთ, საქართველოს ერთი ოფიციალური პირი, ვინც იმ რიტორიკას ახორციელებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გადაუხვიოს ევროკავშირის მიმავალი გზიდან.
ელჩთან დაკავშირებით მოსამართლემ გააკეთა განცხადება, ასევე დეპუტატებმა. ირაკლი კობახიძის განცხადება იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ ელჩი ახსნა-განმარტებას გააკეთებს მოსამართლის განცხადებაზე. ეს იმ მიზნით იყო ნათქვამი, რომ ვითარებას ნათელი მოეფინოს, არ დაზიანდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობა. განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები და მათი რიტორიკა ხელს უწყობენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზისკენ აცდენას, რეალობას არ შეესაბამება. ასეთი განცხადებები და ისეთი რეზოლუციები პირიქით მოქმედებს ამ გზაზე და ურთიერთობაზე.
ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით, საქართველოს ხელისუფლება და ამერიკა არიან მოკავშირეები, წერტილი. ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხები ხშირ შემთხვევაში, არის არასწორად ინტერპრეტირებული და დაბრუნებული საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ დავდევთ არც ერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, ჩვენ დავდევთ იმას, თუ რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი – არც პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია, თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, ეს არის ჩვენი ხელისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი – არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით