
ავტორი
Front News საქართველო
საეჭვო წარმოშობის ფული ხმარდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ფული, რომელიც საერთოდ საეჭვო წარმოშობის არის, ხმარდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი კონტექსტით. ეს ფული იხარჯება ლობიზმში, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. ამიტომ, ეს არის ყოვლად მიუღებელი.
საქართველოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მისაყენებლად კოლოსალური თანხები იხარჯება. გვეუბნებიან, რომ ეს არის ჰუმანური ნაბიჯი, რათა სააკაშვილი ციხიდან დაიხსნან.
ამ ლობიზმს საქართველოსთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს, სხვა მხრივ არ მუშაობს, რადგან ქართული საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ გააჩნია, სურათი სრულად არის ნაჩვენები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:
ირაკლი ქადაგიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს