Logo

ირაკლი ქადაგიშვილი – უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან, რადგან მეორე ფრონტი არ გავხსენით

პოლიტიკა
21.10.2022 / 14:32
Frontnews image description

“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვინაიდან საქართველო ომში არ ჩაერთო, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან.

 

“ეს არის უკრაინის მიერ გამოცხადებული სასანქციო სია, რაც რეალურად, ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ თავის არამეგობრულ პოლიტიკას ამჟღავნებს. ისინი პერიოდულად საქართველოს წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტის, ფაქტისა და ახსნა-განმარტების გარეშე დამაზიანებელ, მაკომპრომატირებელ განცხადებებს აკეთებენ, რომელთა უკან არანაირი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის. 

 

რატომღაც ეგონათ, რომ საქართველო არის მათი გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა, რომელიც მათი მოთხოვნისთანავე რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩართულიყო და აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ბუნებრივია, ეს სიგიჟეა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი არასდროს ხელს არ მოაწერს. აქედან გამომდინარე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები შურისძიების გზაზე დგანან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები