ირაკლი ქარქაშაძე – აჭარა ჯგუფი ქუთაისში შემოდის


ავტორი
Front News საქართველო
აჭარა ჯგუფი განაგრძობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ქუთაისის ყოფილ საგრენაჟო ქარხანაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური სივრცის განვითარებას იწყებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “აჭარა ჯგუფის” ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ქარქაშაძე წერს.
“ეს პროექტი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა როგორც აჭარა ჯგუფის ყოფილი თანამშრომლისთვის, სადაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საინტერესო წლები გავატარე და ახლა როგორც ქუთაისის მერის მოადგილეს რომ შევძელი აღნიშნული კომპანიის დაინტერესება ჩემი მშობლიური ქალაქით.
პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონში მასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ გამოცდილებას და თავგადასავალს შექმნის.
ისეთი ინვესტორის ქალაქში შემოსვლა, როგორიც აჭარა ჯგუფია, დარწმუნებული ვარ იქნება საუკეთესო მაგალითი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს.
წარმატებებს ვუსურვებ აჭარა ჯგუფს და მის საოცარ გუნდს”,- წერს ქარქაშაძე.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა