Logo

ირაკლი რუხაძე - რატომ უნდა გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები? რა დააშავა? სადაა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი?!

პოლიტიკა
390
Frontnews image description

რატომ უნდა გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები? რა დააშავა? რატომ უნდა დააჯარიმონ. სადაა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი?!, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ბიზნესსექტორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები არ მუშაობს.

"ნებისმიერი სანქცია დააზიანებს ბიზნესს. მე ჩემ სანქცირებას არ ველოდები და სანქციები რომ არ მუშაობს, ამაზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ უამრავი ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა? - არა, რა თქმა უნდა.

რატომ უნდა გამკაცრდეს ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები? რა დააშავა? რატომ უნდა დააჯარიმონ. სადაა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი?!", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

Advertisement