
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ჯანდაცვის 79-ე ასამბლეის ფარგლებში ინსულტის მართვის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა.
ირაკლი სასანიამ ხაზი გაუსვა ინსულტის პრევენციის, დროული მკურნალობისა და რეაბილიტაციის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ 2023 წლიდან სამინისტრომ დანერგა ინსულტის მოვლის ორდონიანი მოდელი, რომელიც მოიცავს პირველადი ინსულტის ცენტრებსა და მრავალპროფილურ ნეიროვასკულურ ცენტრებს.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, დიდ საავადმყოფოებში სისტემური თრომბოლიზისი რუტინულ პრაქტიკად იქცა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი სასანიამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და ინსულტის მართვის თანამედროვე სისტემების ეფექტიან განვითარებას.
თაგები:
ირაკლი სასანია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს