ირაკლი ტაბლიაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
ჟურნალისტი, “ფორმულას” წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ტაბლიაშვილის თქმით, მას რამდენიმე დღეა, სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან რუსულენოვანი მოქალაქეები და ემუქრებიან.
ბოლო ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა.
გამოკითხვაზე შესვლამდე ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.
“ცხადია, თანამშრომლობისთვის მზად ვარ. გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე დამიკავშირდა რუსულენოვანი მოქალაქე, მაღალი ალბათობით, ეროვნებით რუსი. ჰქონდა ქართული ტელეფონის ნომერი, მას შემდეგ, რაც სცადა კომუნიკაცია და მე უარი ვუთხარი ამაზე და ვუთხარი უხეშადაც იმიტომ, რომ არ მსურდა მასთან კომუნიკაცია. ის დამემუქრა სახლთა ოპერატიული ბრიგადების მოგზავნით”, – განაცხადა ტაბლიაშვილმა.
თაგები:
ფორმულა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს