ირაკლი ზარქუა - "ქართული ოცნების" ყველა თავმჯდომარე გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, კვალიფიციურობით, ახლაც ასეთი კადრია შერჩეული


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ყველა თავმჯდომარე გამოირჩეოდა პატრიოტიზმით, კვალიფიციურობით და სამშობლოს სიყვარულით. ბუნებრივია, ახლაც ასეთი კადრია შერჩეული, რომელსაც გუნდი მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში ერთიანობაა.
„გუნდში, როგორც არასოდეს, ისეთი ერთიანობაა. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს უფლება არ აქვს, ურთიერთობებში შეცდომა დაუშვას, რადგან დღემდე არ არის მოხსნილი მეორე ფრონტის თემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ასე მტკიცედ და ერთობით სამშვიდობოს ბოლომდე გავიდეთ, რასაც შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევენ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა

ირაკლი კობახიძე – ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ მყარი ლეგიტიმაცია

ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძე იყო “ქართული ოცნების“ გუნდის კადრი და დღემდე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი

ირაკლი ფავლენიშვილი – “ქართული ოცნების” ყველა დანაშაულზე, მათ შორის 20 ივნისზე, აუცილებლად დადგება კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები