
ავტორი
Front News საქართველო
რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა სტანდარტული 20-კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ეს იყო კარგად გააზრებული და ორგანიზებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს მორიგი შეტაკებისთვის ამზადებენ.
"ის, რაც წუხელ ვიხილეთ მელიქიშვილზე იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20-კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები-თქო, სწორედ ამას ვგულისხმობდი.
ასე რომ, ბოკერიას გიჟს გადაეცით,რომ წუხელიდანვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც", - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს