
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ხაბეიშვილის მოწოდებებს სერიოზულად ვუყურებთ, დიახ, ბატონო ლევან, ჩვენ 12 პუნქტიან გეგმას შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ თქვენს ამ მოწოდებას, ოღონდ თქვენ არ შეშფოთდეთ – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა “ნაცმოძრაობის“ ლიდერს ლევან ხაბეიშვილს.
“ჩვენ ხაბეიშვილის მოწოდებებს სერიოზულად ვუყურებთ და დიახ, ბატონო ლევან, ჩვენ 12 პუნქტიან გეგმას შევასრულებთ, ბოლომდე მივიყვანთ თქვენს ამ მოწოდებას, ოღონდ თქვენ არ შეშფოთდეთ, ძალიან გთხოვთ, არ აღელდეთ, ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ.
ახლა დაგვრჩა ორი, დანარჩენი შესრულებულია, იმ ორში, თქვენ თუ გეცლებათ შემობრძანდით, მიიღეთ მონაწილეობა, თუ არ გეცლებათ, არ შეგაწუხებთ, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ ამას, ჩემო ხაბე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს