ირაკლი ზარქუა – აჟიტირებულები არიან, თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგრძლივი კამპანიის აწყობას


ავტორი
Front News საქართველო
აჟიტირებულები არიან თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა წერს.
“დაახლოებით ნახევარ საათში ათზე მეტი ზარი განხორციელდა ნაცმოძრაობის ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. აჟიტირებულები არიან – თქვენმა აქტივისტმა ჩაიდინა მკვლელობაო, უკვე ჩანს, ამაზე აპირებენ ხანგძლივი კამპანიის აწყობას…
ახლა კარგად მომისმინეთ!
“ქართულ ოცნებას” ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებთ.
თქვენ მკვლელები და მანიაკები ხელისუფლებაში და ძალოვან უწყებებში უმაღლეს თანამდებობებზე გყავდათ დანიშნული, ახლაც არ გაკლიათ “ლიდერშიპში” და ამის მიუხედავად, ხალხს ისევ თქვენი მხარდაჭერისკენ მოუწოდებთ.
აქეთ კი სამარცხვინო კამპანიას იმაზე აწყობთ, თითქოს ათიათასობით ჩვენი აქტივისტიდან იმ მართლაც ამაზრზენი დანაშაულის ჩამდენი რომ გამოერია.
ამიტომ, ნუ შეეცდებით ამ ტრაგედიით მორიგ პოლიტიკურ სპეკულაციას და უკადრებელის კადრებაში ახალი რეკორდის დამყარებას”, – წერს ზარქუა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3D174852824769639%26id%3D100067347676284&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”291″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ირაკლი ზარქუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს