
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან.
“რადიკალების ჯგუფში რომან გოცირიძე არის მსხვერპლი, მაგრამ ეს სხვა თემაა. კონკრეტულად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა, მამულაშვილიც დაემატა. ტრაგიკომედიაა რა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის მესამეხარისხოვანია, ასევე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. როცა გვინდა, სანახაობა ვიხილოთ, გადავრთავთ ხოლმე, ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა.
წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, მათ შორის მელიას, ხაბეიშვილს, მუმლაძეს და მამულაშვილს. ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. ერთმა მეორეს უთხრა, შენ საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან უთხრა, მტყუვნისო და ერთმანეთში არის გადაძახება-გადმოძახება. უბრალოდ, ვერ ვხდები, ქალბატონი ნონა როგორ მოხვდა აქ, მაგრამ ალბათ, აქვს უფლება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ არის.
მგონია, ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლება, გუბაზ სანიკიძე ყოფილიყო, რადგან უმოქმედობიდან გამომდინარე, მან დაიწყო პირველი შეტევა, პირველმა მან ამოიღო ხმა. ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. ამ ბრძოლაში ფავორიტი მყავს. ვისურვებდი, პროცესი ღია, გამჭირვალე იყოს. დაე, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულმა “ნაცმა” გაიმარჯვოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს