
ავტორი
Front News საქართველო
“უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში’’ მომხდარი ჩხუბის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას უკან, ბუმერანგივით დაუბრუნდა, ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანას უწყობდნენ.
“ხელჩართული ჩხუბი და ბარდაგი იყო, მერე უარყვეს. ახლა, კონკრეტულმა დაზარალებულმა, თუ არ ვცდები, იმას მოხვდა მეტი, თუ მეორეს არ ვიცი, თქვა, რომ შეხლა-შემოხლა ყოფილა. აი, ეს არის მთელი აბსურდის თეატრი, რასაც ესენი პროვოკაციას უწყობდნენ ქვეყანას, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა. ახლა, ერთმანეთში არკვიონ.
უბრალოდ, ერთს ვთხოვდი, რომ ხაბეს ხელი არ მოხვდეს და ბატონ რომანს ზედმეტი შეურაცხყოფა არ მიაყენონ’’, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს