
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მოადგილის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტვ „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“.
“წარმოიდგინეთ, ცეცხლის ალშია გახვეული უკრაინა, უტევს მტერი, უტევს რუსეთი და ამ დროს ეს ვინმე „ჭ“ კლასის ექსპერტი, დამხმარე თუ მრჩეველი ბედავს და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს ბრალს დებს უსაფუძვლო, უარგუმენტო ქმედებაში. მან თქვა, რომ ამოწურა ბიზნეს ინტერესები, მისი ინტერესია ერთი – საქართველო იყოს განვითარებული და ევროპულ ინტეგრაციაში, ეს თქვა და ეს გააკეთა კიდეც, ხოლო ისეთნაირი ხელმოცარულები როგორებიც არიან არესტოვიჩები და მათ შორის პოდოლიაკები, ეს არის… „подоляк, ты просто подонок“- ეს შემიძლია ვთქვა, სხვას არ იმსახურებს ეს ადამიანი საქართველოსგან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს