
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
“დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებენ და ჯიგარი ნიკა მელია გამოვიდა, ამდენი ხანი არ ჩანს და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვა. გიჟი ჯაფარა რომ ჰყავთ კიდევ, დარბის და ზომავს, საიდან შემოვარდეს პარლამენტში და ტრაგედიაში მორიგი ახალგაზრდები როგორ ჩართონ. 20 ივნისს რაც ვიხილეთ, ტრაგედია იყო, მათ შორის გომურის თემა.
როგორც ხდება ხოლმე, შემდეგ არშემდგარი რადიკალები ბუჩქებში გავლენ და პირისპირ ახალგაზრდებს დატოვებენ. ამ ხელმოცარულებს არაფერი უწერიათ.
ნიკა მელიამ რევოლუცია მაშინ ვერ ააგორა, როცა სააკაშვილი ლიდერი იყო და ახლა როცა არ ინტერესდება, ხაბეიშვილს და მელიას 17 კაცი გაჰყვება, ვინც ჰყავს.
ნიკა მელიას მოვუწოდებ, აზრი დაატანოს და სახე შეინარჩუნოს. რა ვადამდელი არჩევნები. საფუძველი არ აქვს და თავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში. წარმოდგენილი ჰყავთ წარმომადგენლები პარლამენტსა და თვითმმართველობებში და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს