
ავტორი
Front News საქართველო
ჩემმა ფავორიტმა გაიმარჯვა, ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს, მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა სიმბოლო “ნაცების“. ხაბეს ვთხოვ, პარლამენტიდან გასვლები არ უნდა იყოს. შესაძლებლობა მიეცა და როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევა და გიჟ ჯაფარას აყოლა არ ვარგა, გადავკეტოთ, გადმოვკეთოთო. ეს მცდელობა ბევრჯერ ვნახეთ და ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას, როგორ უნდა მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
“ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს