
ავტორი
Front News საქართველო
“მაგრად ეღადავება „კეზერა“ „ნაცებს“, ყოჩაღ, „კეზერ“, მაგარი „ჟულიკი“ ხარ. არ ვიცი, რას აკეთებს, სად ჭიაბერაშვილი და სად „ნაციონალური მოძრაობა“, მგონი, თან პოლიტიკა დატოვა, არ ვიცი, რა პროცესთან გვაქვს საქმე, კომენტარიც მეუხერხულება, იმდენად ტრაგიკომედიურია,“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ თქვა, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი.
“ხაბეიშვილმა იცის თუ უმალავენ, მთავარი ეს არის. შიდა პოლიტიკური პროცესი მიდის, სავარაუდოდ, გადანაწილება. ეს „კეზერა“ რას ამაიმუნებს, ამასხარავებს, ამას ვერ ვხვდები, მაგრამ ღირსნი არიან. პარტია, რომელიც არის დაცლილი ყოველგვარი მორალისგან, პრინციპებისგან, პატრიოტობისგან, ბუნებრივია, შემდეგ იქნება „კეზერასავით“ წაგებული ომით გამდიდრებული მინისტრი. მერე ეხუმრება, ეღადავება, ხუმრობა არ ჰქვია, ამას ჰქვია ღადაობა. რა ჭიაბერეშავილი თავმჯდომარე, „ხაბე“ კიდევ რაღაც კარგი აქტივისტი იყო და კიდევ გასაგებია, მაგრამ, მგონია, რომ გუბაზას ეკუთვნის, რადგან ყველაზე დიდი დამცველი ბოლოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის სწორედ ის იყო“, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს