
ავტორი
Front News საქართველო
გამორიცხულია, მაკფოლის დონის დიპლომატმა არ იცოდეს, რომ სააკაშვილის ხსენება დემოკრატიასთან, ეს არის აბსურდი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ესეც ანალოგიურად არის დაწერილი ტექსტი, გაუმზადეს, როგორც ერთნაირი სათაურებით იბეჭდება მსოფლიოში და ანალოგიურად, აქაც ეტყობა ხელი მოაწერინეს და გამოქვეყნდა ბატონ მაკფოლის სახელით.
აი, მაგალითად, ბატონ ბაიდენს რომ გაეყიდა სტრატეგიული ობიექტები, ირანისთვის მიეყიდა, ირანული კომპანიისთვის. მაგალითად, წყალი, რომელიც ვაშინგტონს ამარაგებს, ჩვენთან ეს გააკეთეს, რუსებს მიჰყიდეს. აბა ერთი იქ CNN და Fox News დაეხურა. ამის შემდეგ, ბატონი მაკფოლი ამ განცხადებებს გააკეთებდა, რომ დემოკრატიის შუქურაა? მაგრამ ეს რა, საქართველოა, პატარა ქვეყანაა და მოსულა? ეს არის თქვენი მიდგომა საკითხისადმი?”, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს