
ავტორი
Front News საქართველო
გვჯერა, გვწამს დღემდე, რომ ევროპა არის სამართლიანობა და ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ფაქტობრივად, დღე არ გავა, ერთი ევროპარლამენტარი არ დააკავონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“ძალიან სამწუხარო ფაქტია. მთელი საქართველო ვართ დარაზმული, გვჯერა, გვწამს დღემდე, რომ ევროპა არის სამართლიანობა და ევროკავშირი არის სწორედ კანონის უზენაესობა და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ ფაქტობრივად, დღე არ გავა, ერთი ევროპარლამენტარი არ დააკავონ. მე ფასიან ლობისტებზე ვსაუბრობდი, როგორიც არიან, მათი გვარები ქართულმა საზოგადოებამ იცის, ვისაც ვგულისხმობ. არ გამოვრიცხავ, მსგავსი ქმედებები იყოს.
შეუძლებელია, შენ ქვეყანას ამუნათებდე, იმიჯს ლახავდე, 2012 წლამდე თურმე, აქ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება ყოფილა და ახლა შევზღუდეთ. შეუძლებელია, შენ ამას ამბობდე, მით უმეტეს, როდესაც ჩახედული ხარ – მე ევროპარლამენტარებზე ვამბობ, რა მიმდინარეობდა აქ და რა რეჟიმი იყო ქვეყანაში და დღეს სხვაგვარად ჭიკჭიკებდე. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სხვა, მერკანტილური ინტერესები აქვთ და მეტი არაფერი. ის, რომ რასაც ვამბობ, შესაძლოა, ამას ჰქონდეს თავისი საფუძველი, აგერ ბატონო! დღესაც დააკავეს ერთი ევროპარლამენტარი“, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს