
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის სხვა წევრების ჩინეთის რესპუბლიკაში ვიზიტს დადებითად აფასებს და მადლობას უხდის მთავრობას “ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის”.
“ჩვენი საზოგადოებისთვის სასიხარულოა, რომ ჩინეთთან ასეთი ღირსეული, ყოვლისმომცველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა ჩვენს მთავრობას ბატონი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც სტრატეგიული თანამშრომლობა ჯერ ითქვა, შემდეგ დაიდო და გახმოვანდა ის ხელშეკრულება, რომელიც ეხება საერთაშორისო ვაჭრობის თემებს ჩინეთთან, ეხება კულტურულ, საგანმანათლებლო მიმართულებებს და ერთი სიტყვით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ჩინეთი, რომელიც ეკონომიკით მსოფლიოში მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ასე გვერდში დაუდგება საქართველოს, კიდევ უფრო მეტად.
მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს აქამდეც ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩინეთიდან ის ახალი ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ტრანზიტული ფუნქციის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ეს დამატებით ფინანსურ რესურსსაც მისცემს ჩვენს ქვეყანას. ასე რომ, ცალსახად დადებითად უნდა შევაფასოთ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, ჩვენს მთავრობას ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის ჩინეთში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს