
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
“სუს-მა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ეს არის მიმდინარე, საგამოძიებო თემასთანაა დაკავშირებული. მთავარი ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვით და სასამართლოს განჩინების საფუძველზეა ჩხრეკა ჩატარებული და თუ არ ვცდები, დაკავებაც. მერე ვნახავთ, რასთან გვქონდა საქმე.
იქ, სადაც არის პოტენციური დანაშაული ჩადენილი, სასამართლოც ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მოქმედებს და შესაბამისი უწყებებიც“, – განაცხადა ზარქუამ.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, გოგაშვილი სამი მუხლითაა დაკავებული.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს