
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარები დაკავდნენ რაღაც სხვა საქმით, თუ აქვთ, თუ ვინმეს უცხოეთში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია, ამას ნუ გამოიყენებენ და ამით სახელმწიფოს ჩრდილს ნუ მიაყენებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში ევროპარლამენტარების გაუქმებული ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მგონია, რომ ევროპარლამენტარები ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან რაღაც დრამატიზებას ახდენენ. შეთანხმება ევროპარლამენტის ძველ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის ძველ თავმჯდომარეს შორის იყო. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა და ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საქართველოშიც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გვყავს. შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფორმატი უნდა გაწერილიყო, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს.
მოვუწოდებდი, ქალბატონმა კრამონმა გაასაჯაროოს მიმოწერა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან იყო. ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირს, ევროპარლამენტარებს, ისინი ჩვენ გვეიმედებიან, თუმცა ასეთ გამოხტომებს ვერ ავიტანთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს