
ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა, ორმაგი სტანდარტი არ გავა არსად, არ გაგივათ ეს მიდგომა. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, მე ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის შვილი, უდიდესი ცივილიზაციის, უდიდესი კულტურის შვილი, ეს არ არის ბანანის რესპუბლიკა და აქ თითოეულ სიტყვას და გადაწყვეტილებას აქვს ფასი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია, როდესაც სანქციას უწესებ ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტოს – სასამართლოს, შემდეგ უკან იხევ და ამბობ, რომ ეს სანქცია არა, შეზღუდვა იყო და არგუმენტების წარმოდგენაც არ გინდა.
“როდესაც თქვენ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტოს – სასამართლოს, რეფორმების შემდეგ, რომელიც შეფასებულია თქვენი, ამერიკული და ევროპული ორგანიზაციების მხრიდან დადებითად, წარმატებულად და სანქციას უწესებთ, შემდეგ უკან იხევთ და ამბობთ, სანქცია არა, შეზღუდვა დავაწესეთო და არგუმენტებიც არ გინდათ წარმოადგინოთ, ეს მიუღებელია, ეს არ წერია არაფერში. ჩვენ ამის შემდეგ გაგვიჭირდება მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროატლანტიკური სივრცე არის სამართლიანობა.
ძალიან გთხოვთ, შემდეგში ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვათ. დღეს შეცდომას კიდე შეცდომა დაამატეთ და თქვით, რომ თურმე კეზერაშვილის ქეისზე, სადაც ბიბისიმ მთელი ჟურნალისტური გამოძიება წარმართა, სასამართლომ უნდა იმსჯელოსო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს