
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს ხელმოცარული დიპლომატი უწოდა.
“ხშირად მიწევს ხოლმე ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს შეურაცხყოფას? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ყოველთვის მინდოდა მეთქვა, ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი 20 პროცენტი შეიწირა, სადაც შეიწირა ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენს უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. და იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში შენს გუნდს მიაღებინე რეზოლუცია, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში.
რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე, ხომ არ აგერიათ რაღაც, ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი. კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ თქვენ 2008 წელს, ხელმოცარული დიპლომატი ხართ, მეტი არაფერი და ეს იცოდეთ“, – მიმართა ირაკლი ზარქუამ სალომე სამადაშვილს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს