
ავტორი
Front News საქართველო
ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია-მანტიას. ახლა, ახალგაზრდებს ამოეფარნენ და თითქოს, ახალი სახეა. ვინ არის ახალი სახე, გვარამია არის ახალი სახე? – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, ნიკა გვარამიას მიერ პარტიის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გვარამია წინა ხელისუფლების რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ისრების მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე გადატანა მას არ გამოუვა.
“რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი? ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი, იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა მხოლოდ ისრები გადაიტანო? არა, შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ქსელის ავტორები, კარგად გვახსოვს”, – მიმართა ირაკლი ზარქუამ გვარამიას.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს