
ავტორი
Front News საქართველო
არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესში ხარ თუ პოლიტიკაში. როდესაც აქცენტირებული ხარ ხალხის მოტყუებაზე, არასწორი ინფორმაციების მიწოდებაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, ყოველთვის ასე დამთავრდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათთან დაკავშირებული კომპანია, Lisi Lake Development არასწორი მართვის გამო დაღუპეს.
“როგორც პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, ასევე აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია დაღუპეს ამ არასწორი მენეჯმენტის და მართვის გამო. სიცრუე, ორპირობა, არასწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში არის დამღუპველი და ამის მომსწრენი ვართ ახლა ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს