
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.
“მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩი, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით.
ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ, თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ.
ალბათ, თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო, რადგან საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა. მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ასე რომ, goodbye my darling”, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს