
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის.
მისივე თქმით, არსებული რეჟიმი ჩვენი ეკონომიკის ინტერესებშია.
“ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა დღემდე რამდენმა გადმოკვეთა რუსეთის მოქალაქემ, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას”, – განაცხადა ზარქუამ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს