
ავტორი
Front News საქართველო
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, პატიმრის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
“საქმე გვაქვს პატიმარ სააკაშვილთან, რომელსაც მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი და შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანას, აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული და ასევე ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ ეს ადამიანი თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში კიდევ უფრო ჩაითრიონ”, – განაცხადა ზარქუამ.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში წუხელ გვიან ღამით გადაიყვანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს