
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა დღეს ყველაზე მეტ განსაცდელშია, მაგრამ პასუხიც გავიგეთ, რომ არ აპირებენ ამ ეტაპზე დაჩქარებული ვარიანტით განხილვას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადის კომენტირებისას განაცხადა.
“ჩვენ მუხლობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროატლანტიკურ სივრცეს. აქედან გამომდინარე სხვა ქვეყნებს რაც აქვთ დაჩქარებული ვარიანტი, რაღაც მცდელობები, მე მესმის მათი, რომ უკრაინა დღეს ყველაზე მეტ განსაცდელშია, მაგრამ პასუხიც გავიგეთ, რომ არ აპირებენ ამ ეტაპზე დაჩქარებული ვარიანტით განხილვას. აქ საუბარია პირველ ეტაპზე ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ საქართველო დღესაც მზად არის, როგორც ეს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა თქვა, თუმცა ნატო არ არის დღეს მზად, ალბათ, რომ საქართველო მიიღოს. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ძალისხმევას”, – განაცხადა ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს