
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ჩამოყალიბდნენ და არ იციან, რა ქნან.
“სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო “ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა, გადამრჩენელი და ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე. ვერ ჩამოყალიბდნენ, არ იციან, რა ქნან.
ხან აგინებენ, ხან ლანძღავენ. ამ კაცს ის ფულები დაუბრუნონ უკან, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გამოართვეს თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენი ჯარისკაცებისგან მოპარული ფული. შემდეგ იქნება გულწრფელი მელია.
ახლა, როცა ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, აღმოჩნდა, რომ თურმე მიუღებელია. ესეც მათი შიდასამზარეულოა. საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს